არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და პარტიებთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესახებ ისაუბრეს. „ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას,“ – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორებას. ასევე, ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და მმართველ პარტიას საშუალებას აძლევს, ოპოზიცია სამართლებრივად გაანეიტრალოს.