არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

„აქციებზე დაკავებული პირების, მათ შორის ქალების მიმართ ადგილი აქვს უკანონო პრაქტიკას – სრულ გაშიშვლებას, ასევე, ბუქნების კეთების იძულებას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებს“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა ქალების წინააღმდეგ გამოყენებულია როგორც პოლიტიკური რეპრესიის, დევნის, დაშინებისა და დათრგუნვის იარაღი.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მსგავს პრაქტიკაზე საუბრობენ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა თუ პენიტენციურ დაწესებულებებში გადაყვანილი მამაკაცი დაკავებულებიც. აღნიშნულ საკითხებზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.