არასამთავრობო ორგანიზაციების გამოკითხვა - შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

 საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე იკითხება. პროკურორის განცხადებით, მიქელაძესთან კითხვები 2024 წლის აქციებთან დაკავშირებით აქვთ. პროკურორის თქმით, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, გარდა იმისა, რომ მიქელაძე მოწოდებებს აკეთებდა, მას პროტესტისთვის ფინანსური დახმარებაც აქვს გაწეული.

შეგახსენებთ, საქმე ეხება გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს დააყადაღა.