არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ მასშტაბურ საპოლიციო ოპერაციისა და შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთობლივი დოკუმენტი მოამზადა.

ანგარიშში შეფასებულია კლუბებში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება და პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები. ავტორები აცხადებენ, რომ მათ ახსნა-განმარტება 12 მაისის მოვლენების მონაწილე 38 პირს ჩამოართვეს.

არასამთავრობო სექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე რეკომენდაციითაც მიმართავს. პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან.