არახამია რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკების პირობებს ასახელებს

დავით არახამია რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკების პირობებს ასახელებს. უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის თქმით, უკრაინა მზად არის უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა მოლაპარაკებების დასაწყებად, რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს: დატოვოს უკრაინა, გადაიხადოს რეპარაციები, დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე და ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი. „ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“ – წერს არახამია „ტელეგრამში“.