აქტივისტების სასამართლო პროცესი – შეფასებები
საკრებულოსთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გვიან ღამით დასრულდა. პერიოდულად ადგილზე მანდატურებსა და დაკავებული პირების მხარდამჭერებს შორის იყო დაპირისპირება. მოსამართლემ ნატო ბოლქვაძეს ხუთდღიანი, ხოლო შაკო ბაღდოშვილს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ასევე ათდღიანი პატიმრობა შეეფარდა ლაშა დგებუაძესაც, მარინე ნანავასა და სანდრო სეხნიაშვილს კი 5000-ლარიანი ჯარიმა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, თორნიკე თოხშუას 3 000-ლარიანი, მარიამ მეყანწიშვილს კი 6 000-ლარიანი გირაო დაეკისრათ.
შეგახსენებთ, სამი დღის წინ თბილისის საკრებულოსთან აქციის მიმდინარეობისას ათი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს „შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში“.