აქციებზე დაკავებული ცხრა პირის სასამართლო

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი ვიდეოგადაღების გარეშე მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე მოსამართლეს მიმართეს ადვოკატებმა და ანდრო ჭიჭინაძემ, რომ უზრუნველყოფილ იყოს ვიდეოგადაღება. მოსამართლის თქმით, ვიდეოგადაღებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისაღებია. დაცვის მხარის შეფასებით, კანონში შესული ცვლილებები მიზანია, სასამართლო პროცესები არ გაშუქდეს. დაიკითხა ბრალდების ორი მოწმე. შეგახსენებთ, რომ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ძალაში დღეიდან შევიდა.

ყველას სახელით ვამბობ, რომ მოვითხოვთ, შემოვიდეს კამერა დარბაზში. გთხოვთ, რომ ჩადოთ ძალისხმევა ამაში. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ეს ყველაფერი აინტერესებს. რატომ მიიღეს ეს კანონი – პროპაგანდისტულად არ გამოუვიდათ ის, რაც უნდოდათ. რასაც ჩვენ გვაბრალებენ, ის აბსურდული მუხლი და მთელი ეს საერთო აბსურდი რომ გამოსვლოდათ, ამ კანონს არ მიიღებდნენ. ვერ შეძლეს ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ და გადაწყვიტეს, რომ ინფორმაცია უბრალოდ გაექროთ. დარწმუნებული ვარ, არ გამოვა“ – თქვა სასამართლო სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძემ.