აქციებზე დაკავებულების სასამართლო

აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესები გრძელდება. რუსთაველის გამზირზე სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ გურამ ხუტაშვილისა და დანიელ მუმლაძეს სასამართლო სხდომაზე მხარეებმა საპროცესო შეთანხმებაზე იმსჯელეს, თუმცა, სხდომა 7 მარტამდე გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობით ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა.

ხუტაშვილსა და მუმლაძეს ბრალად ედება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც 12 000 ლარზე მეტი ზარალი გამოიწვია. ინტერესების დამცველის ცნობით, ბრალდებულები მზად არიან, აანაზღაურონ ზარალიც. წარდგენილი ბრალი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.