აქციების ახალი ტალღა საფრანგეთში

21:31, 07.11.2026

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფრანგული მედიის თანახმად, პარიზული მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და დემონსტრანტებმა მოგვიანებით ერის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მანამდე მომიტინგეებმა სანაგვე ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.

პარალელურად, პარიზში, კონკორდის მოედანზე, „ყვითელი ჟილეტების“ საკოორდინაციო ჯგუფის მოწოდებით, საპროტესტო აქცია მჯდომარე ფორმით მიმდინარეობდა. აღნიშნული შეკრება პრეფექტურის მიერ ნებადართული არ ყოფილა და „ყვითელი ჟილეტების“ საკოორდინაციო კომიტეტის ორი წევრი დააკავეს. პარიზის დემონსტრაციაში 75 ათასი მონაწილეობს. საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა ქალაქ ლიონშიც, სადაც ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანია დაკავებული. ლილში დემონსტრაციის ბოლოს ვითარება დაიძაბა: პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ფრანგული მედიის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით აქციებში მონაწილეობას 250 ათასი ადამიანი იღებს.

მსგავსი