აქციები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად

ექსპრეზიდენტის პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება. ისინი მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას მოითხოვენ. ანალოგიური მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმში და ზუგდიდში.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებოდა თაკო ჩარკვიანი. ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქციების გამართვისკენ მოუწოდებს.