აქციები და არეულობა საფრანგეთში
„დაბლოკე ყველაფერი“ – ამ სლოგანით აქციებმა საფრანგეთის ქალაქები მოიცვა. ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე მოქალაქეები ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს აპროტესტებენ და მთავრობას ხალხის საჭიროებების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. მომიტინგეები პრეზიდენტ მაკრონის გადადგომასაც ითხოვენ. დემონსტრაციები საფრანგეთის უდიდეს ქალაქებში პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დაკავებულია ასობით ადამიანი.
აქციები საფრანგეთში ახალი პრემიერის დანიშვნის პარალელურად იმართება. სებასტიან ლაკერნუ ემანუელ მაკრონის ახლო მოკავშირეა და ის მოქალაქეებს რეალურ ცვლილებებს ჰპირდება, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში ახალ პრემიერს წინამორბედის ბედის გაზიარებითა და თანამდებობიდან გადაყენებით უკვე დაემუქრნენ. ლევან ახალაია გიამბობთ