აქციაზე სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო

პარლამენტთან აქციის დროს სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო. მიმდინარეობს ყველა ცალკეული შემთხვევის შესწავლა. პარალელურად, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზების საქმეზე, სამი ოპოზიციონერი ლიდერი უკვე დაბარებულია გამოკითხვაზე. ესენი არიან –  გიგი უგულავა, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი. ამავე საქმეზეა დაკავებული ერთი პირი, რომლის სახლშიც 12 ე. წ. მოლოტოვის კოქტეილის ბოთლი და შესაბამისი მასალა აღმოაჩინეს. შსს ცნობით, მათი გამოყენება იგეგმებოდა პარლამენტის აქციაზე.

ხათუნა გაგნიძე დეტალებით.