აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი

21:20, 25.10.2025
ცოტა ხნის წინ დასრულდა სასამართლო განხილვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისთვის დაკავებული აქტივისტი, ანა ლომიძე მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლა, „ფედერალისტების“ წევრ გიორგი სიხარულიძეს სამი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორს, ნიკა პატარაიას საქმეზე კი მოსამართლემ მისთვის ხუთდღიანი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი