აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი
პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილს, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა. ადვოკატის ინფორმაციით, ორივე დაკავებული პირი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, რაც კანონის თანახმად, იძლევა შესაძლებლობას, მხარეებმა მოილაპარაკონ.
ხატია ჯამალაშვილი გაგვაცნობს საქმის დეტალებს.