აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში. საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული რვა პირის პატიმრობის გადასინჯვაზე სასამართლო დილიდან მსჯელობს. ერთ-ერთი შუამდგომლობა, რომელიც ადვოკატებმა პროცესის მიმდინარეობისას დააყენეს, დარბაზის ცვლილებას ეხებოდა. მიზეზად უფლებადამცველებმა უჰაერობა და ფართის სიმცირე დაასახელეს. ამასთან, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან სრულფასოვანი კომუნიკაციის საშუალება არ ეძლეოდათ. ამ არგუმენტების შემდეგ მალევე, პროცესზე შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი ბრალდებულიც, დარბაზში სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

მომხდარის შემდეგ ადვოკატებმა მოსამართლეს დარბაზის შეცვლის შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართეს და უარის მიღების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დამსწრე პირებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

როგორ ვითარდება მთელი დღის განმავლობაში პროცესები – ამაზე პირდაპირ ეთერში ხატია ჯამალაშვილი ისაუბრებს.