აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი

უკვე რვა საათია, სასამართლო საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული რვა პირის პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობს. ამ დროისთვის პროცესზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული.

მანამდე კი სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება იყო. მიზეზი ადვოკატების მიერ დარბაზის ცვლილების შუამდგომლობაზე მოსამართლის უარი გახდა. უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ ფართის სიმცირისა და უჰაერობის გამო, საქმის განხილვა შეუძლებელი იყო. შუამდგომლობაზე უარის შემდეგ, დამსწრეებმა და ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს, რის შემდეგაც შესვენება გამოცხადდა, პროცესზე კი საზოგადოებრივი უფლებადამცველების დანიშვნის აუცილებლობა გაჩნდა. მათ საქმის მასალების გასაცნობად დამატებითი დრო ითხოვეს.

ხატია ჯამალაშვილი აშუქებს პროცესს და საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში საუბარს განაგრძობს.