ადვოკატები აქციაზე დაკავებულებს შეხვდნენ

12:17, 02.12.2024

ზაჰესში დროებითი მოთავსების იზოლატორთან ღამით დაკავებულთა ადვოკატები და ოჯახის წევრები იმყოფებიან. მათი თქმით, რუსთაველზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს და დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინტერესების დამცველების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფები უკვე მოინახულეს. პარალელურად, გრძელდება გასულ დღეებში დაკავებულთა სასამართლო პროცესები. სხდომები დღის განმავლობაში განახლდება.

მსგავსი