აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

 სასამართლო აქციების დროს დაკავებულთა საქმეების განხილვას განაგრძობს. ამჯერად მოსამართლე პედიატრ კოტე ჩახუნაშვილის საქმეზე მსჯელობს. მედიკოსს სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, რაც 15-დღიან პატიმრობას ან 3 000-ლარიან გირაოს ითვალისწინებს.

დაცვის მხარის მოთხოვნაა, რომ დაკავებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე გაუშვან. დღესვე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს დანიელ მუმლაძეს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვისაა დაკავებული. მას პროკურატურა, სხვა პირებთან ერთად, 4 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების დაზიანებაში დებს ბრალს. ადვოკატი ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა.