აქციაზე დაკავებულების სასამართლო

მოვლენების ეპიცენტრშია საქალაქო სასამართლო, სადაც საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა საქმეებს ყოველდღიურად განიხილავენ. მოსამართლემ ათეულობით საქმეზე იმსჯელა, რომლებიც ძირითადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, კერძოდ, სამართალდამცავების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ეხებოდა. დაკავებულები თავს სამართალდამრღვევებად არ მიიჩნევენ. მათი უმეტესობა სიტყვიერი გაფრთხილებებით გაუშვეს. ერთი საქმე კი სისხლის სამართლის დანაშაულს ეხებოდა. საუბარია ექიმ გიორგი ახობაძეზე, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებული ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ აცხადებს და დაკავებას სამოქალაქო აქტივიზმს და აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.

ხატია ჯამალაშვილი მუშაობს დილიდან საქალაქო სასამართლოში.