აქციაზე დაკავებულების საქმე
როგორია აქციაზე დაკავებულების მდგომარეობა და რას აცახდებენ ისინი. დროებითი მოთავსების იზოლატორებში მათ ამ დრომდე ხვდებიან ომბუდსმენი და ადვოკატები. დაკავებულები სამართალდამცავების მხრიდან ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაზე მიუთითებენ. დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, ომბუდსმენმა კიდევ ერთხელ მიმართა საგამოძიებო უწყებას, მოახდინოს კონკრეტულ ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება.
პოლიციამ გუშინ 31 პირი დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარვევისთვის. მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც. ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ნაწილის სასამართლო პროცესები კი ხვალ გაიმართება.
მაკა ლაშხია დეტალებით.