აქციაზე დაკავებულების საქმე

დაკავებულები და დაშავებულები – გუშინდელი აქცია თბილისის შემოსასვლელთან სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებით დასრულდა. ჯამში 31 პირია ადმინისტრაციული წესით დაკავებული. ისინი წინასწარი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში არიან გადაყვანილი. გამოძიება მათ პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. მათ შორის არიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები.