ბრალის წარდგენა მიმდინარეობს იმ პირებისთვის, რომლებიც თბილისის შემოსასვლელთან დააკავეს და გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ზაჰესის იზოლატორში ამ ბრალდებით სამი ადამიანი იმყოფება. პარალელურად, ბრალი წარედგინა გიგი უგულავასაც, რომელიც დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ჯამში რვა ადამიანს გადაუკვალიფიცირდა ბრალი.
საუბარია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.