რას აცახდებენ აქციაზე დაკავებულები და რას ედავება მათ გამოძიება. თბილისის შემოსასვლელში მიმდინარე დემონსტრაციაზე ჯამში 31 პირი აიყვანეს. წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოთავსებულებს დილიდან ადვოკატები ხვდებიან. ინტერესების დამცველები პოლიციას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ და ძალის გადამეტებაზე მიუთითებენ. გამოძიება კი დაკავებულებს დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
გუშინ დაკავებულებს შორის ნაწილი რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათ შორის არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, გიგი უგულავა კი ამ დრომდე დიღმის მთავარ სამმართველოში იმყოფება. დაკავებულების სასამართლო პროცესები დღეს და ხვალ გაიმართება.