აქცია „ვივამედთან“

კლინიკა „ვივამედთან“ სამოქალაქო საზოგადოებამ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიხეილ სააკაშვილს „ვარდების რევოლუციიდან“ 21 წლის გასვლა მიულოცეს. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით, რევოლუციის შემდეგ, ქვეყანამ განვითარება დაიწყო და საქართველომ არაერთ წარმატებას მიაღწია.

აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის უკანონო პატიმარია. სამოქალაქო საზოგადოებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი შეიწყალოს.