აქცია საქალაქო სასამართლოსთან

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის გათავისუფლება, საქალაქო სასამართლოს შენობის წინ, აქციაზე გააპროტესტეს. შეკრებილები აცხადებენ, რომ სასამართლო შერჩევით გადაწყვეტილებებს იღებს. შეკრებილებმა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს, ლევან იმერლიშვილს, პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. ის დარბაზიდან გუშინ გაათავისუფლეს. სასამართლომ ბრალდებულს 10 000-ლარიანი გირაო დააკისრა.