აქცია საოკუპაციო ზოლთან

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობას გააპროტესტებენ დღეს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ზაზა გახელაძე ივლისში ოკუპანტებმა გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსების ნაწილი თბილისიდან კასპისკენ სწორედ ამ წუთებში მიემართება.

აოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე გასული წლის ივლისში დააკავა. მას ბრალად წარუდგინეს ე.წ. საზღვრის გადაკვეთა და ე.წ. მესაზღვრეზე შეიარაღებული თავდასხმა, რამდენიმე დღის წინ კი დე ფაქტო სასამართლომ მას 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.