აქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან

ნიკა გვარამიას ოჯახის წევრების ვიდეომასალა არის გამოძიების ფარგლებში პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება, – ასე პასუხობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დღეს უწყებასთან გამართულ აქციას.

სუს-ის განცხადებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სახელმწიფო სამსახურის მისამართით გაჟღერებული სხვადასხვა ტიპის ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულია.

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სუს-ის მიერ უკანონო თვალთვალს აპროტესტებენ. კერძოდ, „შეცვალეს“ აქტივისტები აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონოდ უთვალთვალებდა, რისი ამსახველი ვიდეოკადრებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.