ამ წუთებში სახალხო დამცველის ოფისთან აქცია მიმდინარეობს. შეკრებილების განცხადებით, მიზანია, რომ ომბუდსმენს მიაწოდონ ინფორმაცია, როგორც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, ასევე აქციების მიმდინარეობის დროს მოქალაქეთა დაზიანებების შესახებ.
შეკრებილებმა ადგილზე არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების დასამტკიცებლად, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მიერ არჩევნების დღეს შედგენილი საჩივრები, ოქმები და სხვადასხვა დოკუმენტაცია წარმოადგინეს, შემდეგ კი სახალხო დამცველის ოფისში, კანცელარიაში ჩააბარეს.