აქცია რუსთაველზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

21:15, 18.10.2025

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა გზა გადაკეტეს, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა და მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, რადგან აქციის მონაწილეთა რაოდენობა იყო მცირე და მათ გზა ხელოვნურად ჰქონდათ გადაკეტილი.

უწყებამ მომიტინგეებს შეახსენა ახლადამოქმედებული კანონი და მოუწოდა მათ, რომ დაეცვათ კანონის მოთხოვნები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, 15 წუთის განმავლობაში გაეხსნათ სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო იმოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში. ამ განცხადების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს.

მსგავსი