აქცია რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე დღეს უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. შეკრება დაანონსებულია 19:00 საათზე. ორგანიზატორები არიან – „გირჩი“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. მათი თქმით, დღევანდელი შეკრება უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამომხატველი იქნება.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციით შეეცდებიან, დაანახონ უკრაინელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერა. მათივე განმარტებით, შეკრება სრულიად აპოლიტიკურია და მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებში რამდენიმე პარტია არის ჩართული.