აქცია რუსთაველზე

12:28, 25.10.2025
მშვიდ ვითარებაში დასრულდა პროტესტის 331-ე დღე რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი ამჯერადაც გადაკეტეს, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა, აღნიშნულ მოთხოვნას პროტესტის მონაწილეები არ დაემორჩილნენ და ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ამჯერად აქციას დაკავებები არ მოჰყოლია. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის მიმდინარეობისას დაკავებული პირები.

მსგავსი