აქცია-პერფორმანსი პროკურატურასთან

12:20, 31.01.2020

გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პარალელურად, „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული გუნდის წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ გენერალური პროკურატურის შენობასთან პლასტმასის დანები მიიტანეს და ამ ფორმით გააპროტესტეს 16 კანდიდატს შორის ირაკლი შოთაძის არსებობა.

რატომ დანები? – აქციის მონაწილეებმა პასუხად ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა დაასახელეს, რომლის გამოძიებაც, მათი  თქმით, შოთაძის პროკურორობის დროს არასწორი მიმართულებით წარიმართა. ამასთან, ისინი გასაუბრების პროცესს მართულს უწოდებენ.

 

მსგავსი