აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით - „საქართველო არ გაისუსება“

აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით – „საქართველო არ გაისუსება“.  „გირჩის“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი სუს-სა და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების წინააღმდეგ და უკანონო მოთხოვნებს არ დაემორჩილონ.

შეკრებილები ასევე აპროტესტებენ ადმინისტრაციული წესით აქტივისტების დაკავებას. „გირჩის“ წევრები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი საპროტესტო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც გამართონ.