აქცია პარლამენტთან

15:26, 24.04.2021

ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს – ასეთია 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულების პოზიცია, რომლებმაც დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია და დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ აქციის მონაწილეებს, დაზარალებულები ამბობენ, რომ ისინი დამნაშავეები არ არიან. თუ ამნისტიის კანონის მიღება მაინც გადაწყდება, აქციის მონაწილეები სამშაბათს პროტესტის გამოსახატად ისევ შეიკრიბებიან.

მსგავსი