მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები ადგილზე დილიდან შეიკრიბნენ. საყვირებითა და შეძახილებით მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს მზია ამაღლობელის დაკავება. ჟურნალისტების განცხადებით, აქცია მთავრობის სხდომის პარალელურად დაგეგმეს, იმ მიზნით, რომ მოთხოვნები მინისტრებს გააგებინონ. მათივე თქმით, დაუსაბუთებელია მზია ამაღლობელის პატიმრობა.