აქცია კლინიკა „ვივამედთან“

კლინიკა „ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის 56 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კლინიკის უკანა მხარეს გადაინაცვლეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებია. თანაგუნდელებმა და მეგობრებმა მას ხმის გამაძლიერებლების მეშვეობით მიულოცეს დაბადების დღე, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

აქციის ორგანიზატორი იყო „მოძრაობა – სამოქალაქო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის“, ვივამედთან“ აქციის მონაწილეებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის დედა, ახლობლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმყოფებოდნენ.