აქცია დაღუპული მებრძოლების პატივის მისაგებად

უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ. საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანეების“ წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას. მათი თქმით, მოქალაქეებს მთელი დღის მანძილზე სოლიდარობის გამოსაცხადებლად ადგილზე მისვლა შეეძლებათ.