ამ წუთებში აქცია იმართება ბათუმში, შეკრებილები ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ჟურნალისტები უკვე მეორე დღეა, იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა, დგებუაძეს იქამდე შეუწყდეს უფლებამოსილება, ვიდრე არ იქნება გამოძიებული მისი მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტები. ისინი გენერალურ ინსპექციას დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი ისჯება მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის, ამიტომ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.