აქცია ბათუმში

ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 30 პირიდან სასამართლომ ცხრა მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება ადმინისტრაციული წესით დაკავებული 21 პირის სასამართლო სხდომა. ბათუმში გუშინ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე შსს-მ 30 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის მხარდამჭერების ინფორმაციით, ისინი აქციის გამართვას დღესაც აპირებენ და საქალაქო სასამართლოს ეზოში იკრიბებიან, მათ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც უერთდებიან, ისინი უკვე აქციაზე მივიდნენ.

ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გუშინ გაიმართა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის საქმეზე გუშინ კადრები გაასაჯაროვა, სადაც მათივე ცნობით, ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის გამოც ბათუმში ორი პირი დააკავეს.

 

დატოვე კომენტარი