აქცია აშშ-ის საელჩოსთან

ბაჩალიაშვლის ოჯახის წევრები საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვენ. მათ აქცია აშშ-ის საელჩოსთან გამართეს. მოგვიანებით კი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. აუდიენციის შემდეგ, ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ საელჩოს თანამშრომლებისგან მიიღეს პირობა, რომ მოთხოვნას პირადად კელი დეგნანს გააცნობენ.

რაც შეეხება გამოძიების პროცესში ფედერალური ბიუროს ჩართვას, აღნიშნული სახელმწიფოს მიმართვის საფუძველზე შეიძლება მოხდეს. საელჩოსთან გამართულ აქციაზე კომპანია „ზეგის“ იურისტი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები და მალხაზ მაჩალიკაშვილიც იმყოფებოდნენ.