აქცია ალბანეთში

15:08, 19.10.2026

შეტაკებები მოხდა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაშიც. მომიტინგეებმა, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვს, სამთავრობო შენობებსა და ბანკებს ცეცხლი წაუკიდეს, ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები, ასევე, ტროტუარის ფილები ამოიღეს და პოლიციელებს ესროლეს. აქტივისტების ნაწილმა სამართალდამცველების მისამართით პიროტექნიკაც გამოიყენა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდნენ პოლიციელებიც და დემონსტრანტებიც. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ალბანეთში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას გმობენ. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციების დროს ძალადობა, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტები, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმები და საჯარო თუ კერძო საკუთრების განადგურება შემაშფოთებელია.

მსგავსი