აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

12:17, 07.04.2025
 აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. რიგგარეშე სხდომის პარალელურად, ხმაური იყო შენობის ეზოში, სადაც მზია ამაღლობელის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მიზნით გამომცემლობა „ბათუმელებისა“ და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები მივიდნენ. შეკრებილების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის უნდოდათ კიდევ ერთხელ იმის შეხსენება, რომ მზია ამაღლობელი პოლიტპატიმარია.
მათ ასევე გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ რიგგარეშე სხდომა, სადაც სულხან თამაზაშვილისთვის ახალ პოსტზე ნდობის გამოცხადება ხდება, დახურულია. შეკრებილების თქმით, უმაღლესი საბჭოს არსებობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა.

მსგავსი