ანტონიუ გუტერეშის მიმართვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, განაახლონ შეთანხმება, რომლის შედეგადაც უკრაინიდან 8 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა. გუტერეში ხაზსს უსვამს შეთანხმების განახლების აუცილებლობას, იმისთვის, რომ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. 22 ივლისის შეთანხმების მიხედვით, უკრაინას საშუალება მიეცა, მარცვლეულის ექსპორტი განეახლებინა.

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, შავი ზღვის სამი პორტიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლებამ, ხორბალსა და სხვა საქონელზე ფასების შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 22 ივლისს გაფორმებული შეთანხმების ვადა 19 ნოემბერს იწურება.