უკრაინაში ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები დაიწყოს – გაერო-ს გენერალური მდივანი განცხადებას ავრცელებს.
ანტონიო გუტიერეში ფიქრობს, რომ რაც უფრო მალე ჩაერთვებიან მხარეები კეთილსინდისიერ დიპლომატიურ ძალისხმევაში, ეს მსოფლიოსთვის უკეთესია.
მან ასევე განმარტა, რომ სამგანზომილებიანი გლობალური კრიზისი – სასურსათო, ენერგეტიკული და ფინანსური, მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს ყველაზე მოწყვლად ქვეყნებსა და ეკონომიკებს.