ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი
საქალაქო სასამართლოში რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მტკიცებების დასაშვებობაზე მსჯელობს.
ადვოკატი მის დაკავებას მიმდინარე აქციებს უკავშირებს, რადგან ის თბილისში დემონსტრაციებში მონაწილეობდა. მისი თქმით ის, რუსეთში ყოფნის პერიოდში მონაწილეობდა პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, მათ შორის, ჩართულ იყო უკრაინის ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებში. საქართველოში ყოფნისას ის ადმინისტრაციული წესით აქციებზე ორჯერ დააკავეს. 3 დეკემბერს კი მისი დაკავება უკვე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალით მოხდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.