ანჯეი დუდას ინტერვიუ - შეფასებები
მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ინტერვიუ. ანჯეი დუდას თქმით, ზელენსკის პოლონეთის ომში ჩათრევა სურდა. ამის შესახებ დუდამ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს კითხვა, 2022 წლის ნოემბერში პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტთან დაკავშირებითაც დაუსვა, რასაც პოლონეთის ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშინ პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რაკეტა, დიდი ალბათობით უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემიდან იყო ნასროლი, რუსული რაკეტის მოსაგერიებლად. ჟურნალისტის კითხვაზე, დაურეკა თუ არა ამ ინციდენტის შემდეგ ზელენსკიმ და სთხოვა თუ არა იმის აღიარება, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული იყო, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა: „შეიძლება, ასე ითქვას“.