ანჯეი დუდას განცხადება 

პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე საუბრობს. „დამნაშავეებს უნდა ეწოდოს დამნაშავეები, პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული და გასამართლებული. ბუჩას სურათები უარყოფს რწმენას, რომ კომპრომისი ნებისმიერ ფასად უნდა მოიძებნოს. სინამდვილეში უკრაინის დამცველებს, უპირველეს ყოვლისა, სამი რამ სჭირდებათ: იარაღი, იარაღი და კიდევ ერთხელ იარაღი.“ მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს. მისი თქმით, აუცილებელია რუსეთთან ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტა.