ანდრია ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

12:06, 24.10.2025

ანდრია ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში გუშინ დააკავეს. მათი ცნობით, ანდრია ლილუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით ედება ბრალი, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ანდრია ლილუაშვილი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომელთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას საგამოძიებო უწყებამ დიდი ოდენობით თანხა, ელექტრონული მოწყობილობები, ოქრო, ძვირადღირებული ნახატები და დოკუმენტაცია ამოიღო. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ნივთები ამოიღეს ანდრია ლილუაშვილის სახლიდან.

მსგავსი