ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრია ლილუაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი იწყება. სამართალდამცავი უწყება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს ედავება. გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში ორი დღის წინ დააკავეს.
ანდრია ლილუაშვილი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომელთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, საგამოძიებო უწყებამ დიდი ოდენობით თანხა, ელექტრონული მოწყობილობები, ოქრო, ძვირადღირებული ნახატები და დოკუმენტაცია ამოიღო.