ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სამართალდამცავი უწყება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს ედავება. გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ორი დღის წინ დააკავეს. საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გრიფით საიდუმლო დაადო, შესაბამისად, პროცესი დახურულ კარს მიღმა წარიმართა.
რა პოზიცია აქვს თავად დაკავებულს – გენო ოსიყმაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში.